ჩინეთიდან საზღვაო გადაზიდვა დაიწყო!
17.08.2023
სიახლე, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ინექს გრუპის მომხმარებლებს უკვე საზღვაო გადაზიდვით სარგებლობაც შეუძლიათ.
ტარიფები საზღვაო გადაზიდვისას: 1 კგ - 5$ (20 კგ-მდე); 1 კგ - 4.5$ (20 კგ-დან 50 კგ-მდე); 1 კგ - 4$ (50 კგ-დან ზევით)
ტრანსპორტირების სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 - 1.5 თვე
საწყის ეტაპზე რეისი შესრულდება თვეში ერთხელ.
დამატებითი დეტალები იხილეთ


📢სიახლე! Pinduoduo-მ საქართველოში პირდაპირი გადაზიდვები განაახლა! 🇬🇪🇨🇳
ინექს გრუპმა ცნობილ ჩინურ ინტერნეტ მაღაზია Pinduoduo-სთან პირდაპირი თანამშრომლობა დაიწყო, რაც Pinduoduo-დან გამოწერის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და შეღავათიანს ხდის!
⚫ Pinduoduo-დან გამოწერისას თქვენ აღარ გჭირდებათ ინექსის საიტიდან ჩინური მისამართების გადაკოპირება. აპლიკაციაში პირდაპირ დაგხვდებათ ინექსის ფილიალების ჩამონათვალი. ჩამოსული ამანათების გატანას კი შეძლებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინექსის 48 ფილიალიდან!
⚫ თქვენ მიერ გამოწერილ ნივთებს არ დასჭირდება დეკლარირება.
⚫ ისარგებლებთ ტრანსპორტირების განსაკუთრებული ტარიფებით. 1 კგ - 10.5$ (საჰაერო გადაზიდვისას); 1 კგ - 4.5$ (საზღვაო გადაზიდვისას)
გადმოწერეთ Pinduoduo-ს აპლიკაცია:
გაეცანით ინსტრუქციებს:
⚫ როგორ დავამატოთ მისამართი და ვიყიდოთ სასურველი ნივთი?
იმ შემთხვევაში თუ გინდათ ამანათი მიიღოთ Wolt-ის, Bolt-ის ან Glovo-ს აპლიკაციით თქვენს მისამართზე:
დააფიქსირეთ შეკვეთა Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს აპლიკაციაში;
კომენტარის ველში მიუთითეთ: IG277239 და ამანათის თრექინგი. თრექინგ კოდის ნახვას შეძლებთ Pinduoduo-ს აპლიკაციაში