საბერძნეთიდან გამომწერების საყურადღებოდ!

30.01.2023

Mango-ს ბერძნული საიტიდან გამოწერისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტი არ გაძლევთ Address 2-ის მითითების შესაძლებლობას. ამიტომ თქვენი ოთახის ნომერი - IG ჩაწერეთ Address 1-ის ველში, მისამართის შემდგომ. სხვა შემთხვევაში რთულდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ამანათების ასახვა სისტემაში. 

გთხოვთ, მსგავსი პრინციპით მიუთითოთ მისამართი ყველა სხვა საიტზეც, სადაც არ არის Address 2-ის მითითების საშუალება.

ასევე, რეკომენდირებულია ამანათების წინასწარ დეკლარირება.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

news
Pinduoduo-დან საქართველოში პირდაპირი გადაზიდვები განახლდა!

📢სიახლე! Pinduoduo-მ საქართველოში პირდაპირი გადაზიდვები განაახლა! 🇬🇪🇨🇳
 

ინექს გრუპმა ცნობილ ჩინურ ინტერნეტ მაღაზია Pinduoduo-სთან პირდაპირი თანამშრომლობა დაიწყო, რაც Pinduoduo-დან გამოწერის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და შეღავათიანს ხდის!

⚫ Pinduoduo-დან გამოწერისას თქვენ აღარ გჭირდებათ ინექსის საიტიდან ჩინური მისამართების გადაკოპირება. აპლიკაციაში პირდაპირ დაგხვდებათ ინექსის ფილიალების ჩამონათვალი. ჩამოსული ამანათების გატანას კი შეძლებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინექსის 48 ფილიალიდან!

⚫ თქვენ მიერ გამოწერილ ნივთებს არ დასჭირდება დეკლარირება.

⚫ ისარგებლებთ ტრანსპორტირების განსაკუთრებული ტარიფებით. 1 კგ - 10.5$ (საჰაერო გადაზიდვისას); 1 კგ - 4.5$ (საზღვაო გადაზიდვისას)

  გადმოწერეთ Pinduoduo-ს აპლიკაცია: 

 

IOS         

Android  

 

 

  გაეცანით ინსტრუქციებს: 

 

⚫  როგორ დავრეგისტრირდეთ?

 

როგორ დავამატოთ მისამართი და ვიყიდოთ სასურველი ნივთი?

 

იმ შემთხვევაში თუ გინდათ ამანათი მიიღოთ Wolt-ის, Bolt-ის ან Glovo-ს აპლიკაციით თქვენს მისამართზე:

დააფიქსირეთ შეკვეთა Wolt-ის, Bolt Food-ის ან Glovo-ს აპლიკაციაში; 

კომენტარის ველში მიუთითეთ: IG277239 და ამანათის თრექინგი. თრექინგ კოდის ნახვას შეძლებთ Pinduoduo-ს აპლიკაციაში

 

 

 

 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?