აშშ-დან გამომწერების საყურადღებოდ!
28.06.2023
ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო ფოსტის USPS-ის შესახებ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ USPS-ი ამანათებს მიტანილის (Delivered) სტატუსს ანიჭებს მის რეალურ მიტანამდე.
უფრო კონკრეტულად, ფოსტა ამანათების სტატუსად უთითებს Delivered to Agent for Final Delivery, რეალურად კი ამანათებს ტოვებს საკუთარ ადგილობრივ ფოსტაში.
რამოდენიმე თვეა, რაც USPS უარს აცხადებს ამანათების საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიტანაზე, რასაც ხსნის კადრებისა და ავტოტრანსპორტის სიმცირით. გამომდინარე აქედან, იმისათვის, რათა არ დაუგვიანდეს ჩვენს მომხმარებელს ამანათები, ინექსი საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს USPS ოფისიდან ამანათების საკუთარ საწყობში მოტანას. მათ ოფისში მისულ ჩვენს თანამშრომლებს USPS ახვედრებს უკვე გამზადებულ, სტატუს შეცვლილ (Delivered სტატუსის მქონე) და დახარისხებულ ამანათებს, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში. ამანათების წამოღებისას USPS არ ახდენს მათ აღწერას, თუ რა ამანათებია მოთავსებული კონტეინერში. არის შემთხვები, როდესაც USPS არასწორად ახარისხებს აღნიშნულ ამანათებს და ინექსის საწყობში ხვდება სხვა გადამზიდის ამანათები, ან პირიქით, ინექსის ამანათების ნაწილს გზავნიან არასწორ მისამართებზე. აღნიშნული ზრდის ამანათების დაკარვის ან/და დაზიანების საფრთხეს. მიტანის სერვისის მსგავსი მოდელის გამო ასევე იზრდება შანსი, რომ სხვადასხვა დროს გამოწერილი ამანათები მოხვდეს ერთ რეისზე და დაექვემდებაროს განბაჟებას.
სწორედ ამიტომ, გთხოვთ, თუ საიტი ან გამყიდველი გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ შიდა გადამზიდი ფოსტა. ნუ აირჩევთ USPS-ს. თუ საიტი გაძლევთ საშუალებას (Ebay, Amazon ან სხვა ნებისმიერი), დაეკონტაქტეთ გამყიდველს და სთხოვეთ ამანათი გამოგზავნოს ნებისმიერი სხვა ფოსტით, გარდა USPS-სა.

გინდა ფასდაკლება Taobao-ზე შოფინგისას?
მოიწვიე მეგობარი და მიიღე 45¥ ფასდაკლების კუპონი. შენი მეგობარი კი, როგორც ახალი მომხმარებელი, მიიღებს 20¥ ფასდაკლებას!
ამისათვის: შედი აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე, დააჭირე ბანერს და გაუზიარე შენი კოდი მეგობარს.
➡ შეარჩიე ნივთები Taobao-ზე და ისარგებლე პირდაპირი მიწოდების სერვისით ექსკლუზიურად ინექსის საშუალებით!
პირდაპირ საქართველოში გამოწერის უპირატესობები: აღარ გჭირდება ჩინური მისამართის კოპირება ინექსის საიტიდან;
ისარგებლებ ტრანსპორტირების განსაკუთრებული ტარიფებით. 1 კგ - 10.5$ (საჰაერო გადაზიდვისას); 1 კგ - 4.5$ (საზღვაო გადაზიდვისას)
არც დეკლარირების შევსებაა საჭირო
უბრალოდ აარჩევ ნივთს, შეარჩევ მიწოდების მეთოდს და გაიტან ინექსის 48 ფილიალიდან, ან მიიღებ ამანათს შენს მისამართზე საკურიერო სერვისის დახმარებით
შენი ამანათის მართვას:
⚫ ადგილმდებარეობის გადამოწმებას,
⚫ ტრანსპორტირების საფასურის გადახდას,
⚫ დაჯგუფებას ბოქსიდან გასატანად,
⚫ სურვილის შემთხვევაში საკურიერო სერვისის ჩართვას ინექსის საიტიდან შეძლებ,
შედი ავტორიზაციის გვერდზე და აირჩიე ავტორიზაცია ელ-კომერციის პლათფორმებისთვის
დაიწყეთ Taobao-ზე შოფინგი ახლავე:
გადმოწერეთ აპლიკაცია:
ან გამოიწერეთ ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან:
გაეცანით ინსტრუქციას: