სწრაფი და თანამედროვე გზა ამანათის მისაღებად - უკონტაქტო გატანა ბოქსიდან

29.05.2025

ინექს გრუპი გთავაზობთ ახალ, ინოვაციურ საშუალებას — გაიტანოთ ამანათი სწრაფად, მარტივად და უკონტაქტოდ — ოპერატორის, რიგებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.

რომელ ფილიალებშია ბოქსები ხელმისაწვდომი?

თბილისი:
▪️ ისანი
▪️ ვარკეთილი
▪️ საბურთალო
▪️ გლდანი
▪️ დიდი დიღომი

რუსთავი:
▪️ მეგობრობის ქ. №1

როგორ უნდა გაიტანოთ ამანათი?

გატანისთვის საჭიროა ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა და შტრიხკოდის მიღება ერთ-ერთი მარტივი მეთოდით:

მეთოდი I — პირადი პროფილიდან

გაიარეთ ავტორიზაცია და შედით თქვენს ოთახში

მენიუდან აირჩიეთ "ბოქსიდან გატანა“

შექმენით გასატანი მანათების ჯგუფი და დააგენერირეთ შტრიხკოდი

მეთოდი II — SMS შეტყობინებიდან

გახსენით შეტყობინება ამანათის ჩამოსვლის შესახებ

გადადით ბმულზე

ჩამოსქროლეთ და იხილეთ შტრიხკოდი

 

ჩვენს ოფისში მოსვლისას, უბრალოდ წააკითხეთ შტრიხკოდი ბოქსზე არსებულ წამკითხველს და აიღეთ თქვენი ამანათი — სულ ეს არის!

ინექს გრუპი ზრუნავს თქვენს კომფორტზე — ნაკლები დრო, მეტი სიმარტივე.

news
მოიწვიე მეგობარი Taobao-ზე და მიიღე ფასდაკლება!

გინდა ფასდაკლება Taobao-ზე შოფინგისას?

 

მოიწვიე მეგობარი და მიიღე 45¥ ფასდაკლების კუპონი. შენი მეგობარი კი, როგორც ახალი მომხმარებელი, მიიღებს 20¥ ფასდაკლებას!

ამისათვის: შედი აპლიკაციაში ან ვებ-გვერდზე, დააჭირე ბანერს და გაუზიარე შენი კოდი მეგობარს.

➡ შეარჩიე ნივთები Taobao-ზე და ისარგებლე პირდაპირი მიწოდების სერვისით ექსკლუზიურად ინექსის საშუალებით!  

პირდაპირ საქართველოში გამოწერის უპირატესობები:
☑ აღარ გჭირდება ჩინური მისამართის კოპირება ინექსის საიტიდან; 

☑ ისარგებლებ ტრანსპორტირების განსაკუთრებული ტარიფებით. 1 კგ - 10.5$ (საჰაერო გადაზიდვისას); 1 კგ - 4.5$ (საზღვაო გადაზიდვისას)

☑ არც დეკლარირების შევსებაა საჭირო
☑ უბრალოდ აარჩევ ნივთს, შეარჩევ მიწოდების მეთოდს და გაიტან ინექსის 48 ფილიალიდან, ან მიიღებ ამანათს შენს მისამართზე საკურიერო სერვისის დახმარებით


შენი ამანათის მართვას: 

⚫ ადგილმდებარეობის გადამოწმებას, 

⚫ ტრანსპორტირების საფასურის გადახდას,

⚫ დაჯგუფებას ბოქსიდან გასატანად, 

⚫ სურვილის შემთხვევაში საკურიერო სერვისის ჩართვას ინექსის საიტიდან შეძლებ,

შედი ავტორიზაციის გვერდზე და აირჩიე ავტორიზაცია ელ-კომერციის პლათფორმებისთვის

 

☑  დაიწყეთ Taobao-ზე შოფინგი ახლავე:

 გადმოწერეთ აპლიკაცია:

IOS         

Android  

ან გამოიწერეთ ნივთები პირდაპირ ვებგვერდიდან:

www.taobao.com 

 

☑  გაეცანით ინსტრუქციას:

როგორ დავამატოთ მისამართი და ვიყიდოთ სასურველი ნივთი?

როგორ შევცვალო Taobao-ს აპლიკაციის ენა ინგლისურზე?
 

მოგწონთ საიტის ახალი დიზაინი?
გაქვთ შენიშვნები?