ძებნა

ვალუტის კონვერტორი

USD
EUR
GBP
GEL

მიმდინარე კურსი

Currency Rate Sell
GEL2.715USD
GEL3.198EUR
GEL3.616GBP

მოცულობითი კალკულატორი

სიგრძე : სმ.
სიგანე : სმ.
სიმაღლე : სმ.
წონა :

გადახდის მეთოდები

visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance
intel expresst bonus

შემოგვიერთდით



visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance

ყველა უფლება დაცულია

სიახლე

 

06.07.2017

6+2 ამანათები რეალური წონით !

გამოიწერე ამანათები უკვე ინექს გრუპის ექვსივე მისამართზე და                                                                                                                       

გადაიხადე ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის რეალური წონით.

 

 

23.06.2017

ახალი ფილიალები ქუთაისში!

ქუთაისში ინექს გრუპის ორი ახალი ფილიალი გაიხსნა.                                                                           

მისამართი: აღმაშენებლის მოედანი 2 (24 საათი)

ილია ჭავჭავაძის 51 (09:00-22:00)

 

01.10.2015

რეალური წონა დიდ ბრიტანეთში!

2015 წლის 1 ოქტომბრიდან - 2015 წლის 1 დეკემბრამდე დიდი ბრიტანეთის                                                                                                                          

მისამართზე მისული ყველა ამანათის წონა დაითვლება მისი რეალური წონის                                                                                                                      

მიხედვით. 

 

მისამართი საფრანგეთში!

ინექს გრუპის მეშვეობით ამანათების გამოწერა უკვე საფრანგეთის მისამართზეც                                                                                                                      

შეგიძლიათ. ამანათების ტრანსპორტირების ღირებულებ დაანგარიშდება მხოლოდ                                                                                                                      

რეალური წონით და ნივთის მიღებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებთ.  


 

მისამართი გერმანიაში!

ინექს გრუპის მეშვეობით ამანათების გამოწერა უკვე გერმანიიდანაც შეგიძლიათ.                                                                                                                        

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ რეალური წონით.                                                                                                                          

ამანათების მიღება შესაძლებელია ინექს გრუპის ოფისებში, მთელი საქართველოს                                                                                                                        მასშტაბით. 

 

საახალწლო წვეულება SANGU-ში

ინექს გრუპი "წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული                                                                                                                                    

უნივერსიტეტის" (SANGU-ს) საახალწლო წვეულების სპონსორია.

კომპანიამ სტუდენტებს შესთავაზა ექსკლუზიური ტარიფები: 

● ამერიკა – 1კგ: 6$;                                                                                                                                                                                                                     

● დიდი ბრიტანეთი – 1კგ: 4,5 £; ● იტალია – 1 კგ: 3,5 €;

● საბერძნეთი – 1 კგ: 3 €.                                                                                                                      

ნომინაციებში გამარჯვებულ სამი სტუდენტი დაჯილდოვდა

100 , 70 და 50 ბონუს  ქულით!

 

საახალწლო წვეულება FreeUni-ში

ინექს გრუპი "თავისუფალი უნივერსიტეტის" 2015 წლის

საახალწლო წვეულების გენერალური სპონსორია. ინექს გრუპმა

@freeuni.edu.ge -ის ფოსტის მქონე ყველა ადამიანს  შესთავაზა:

● ექსკლუზიური ტარიფებით სარგებლობა 31 მარტის ჩათვლით                                                                                                                                         

(ტარიფები: ამერიკა - $5, დიდი ბრიტენეთი £4, იტალია & საბერძნეთი €3)      

 ● იზრუნა წვეულების მუსიკალური გაფორმებაზე. წვეულება

გააფორმა Goofy Land-მა.                                                                           

● $300, $200 და $100 ვაუჩერებით დააჯილდოვა ცეკვის კონკურსში

გამარჯვებული ლექტორები.

 

ამანათების გაგზავნა დიდ ბრიტანეთში

ინექს გრუპი მეშვეობით შეგიძლიათ ამანათების საქართველოდან

დიდ ბრიტანეთში  გაგზავნა.                                                                                                       

ამანათების მიღება წარმოებს თბილისში -

მისამართი: წერეთლის გამზირი N57.                                                                                                

ამანათის გაცემა მოხდება ლონდონში 

მისამართი: 3 Station Place, Finsbury Park,London N4 2DH.                                                              ინფორმაცია ტარიფების შესახებ იხილეთ ბმულზე

გამოიწერეთ დიდი ბრიტანეთიდან!

ინექს გრუპის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები ბრიტანეთიდანაც.

გამოიყენეთ ახლადგახსნილი ლონდონის ოფისის მისამართი და მიიღეთ სწრაფი,        

სრულყოფილი და დახვეწილი სერვისი სრულიად საქართველოს მასშტაბით    

დამატებითი ხარჯების გარეშე! ასევე, გეძლევათ უპრეცენდენტო შესაძლებლობა    

მიიღოთ პერსონალური ამანათები ბრიტანეთში მცხოვრები თქვენი ოჯახის წევრების,  

მეგობრებისა და ახლობლებისაგან საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში.

 

ახალი მისამართი ამერიკაში 

შეიცვალა ჩვენი საწყობის მისამართი ამერიკაში. ახალი საწყობი მდებარეობს

TAX FREE შტატში ამით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს საშუალება

ეძლევათ გამოიწერონ ნივთები დამატებითი   ხარჯების გარეშე,

რაც ძველი მისამართის შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი. ახალი

მისამართი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე თქვენთვის მონიჭებულ მისამართებში.ამანათების გამოგზავნისა და საქართველოში

ჩამოსვლის გრაფიკი რჩება უცვლელი. ძველი საწყობი ასევე

იმუშავებს შეუფერხებლად. მის მისამართზე უკვე გამოწერილი ამანათები  

 ჩამოვა შეუფერხებლად და მათი დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. 

 

საბაჟო წესების ცვლილება 

იმის გამო, რომ შეიცვალა საქართველოს საბაჟო წესები, რომლის

მიხედვითაც გვევალება  წინასწარ წარვადგინოთ ყველა ამანათის

მიმღების პირადი ნომრები, იცვლება გამოგზავნის წესებიც. 

ამანათები, რომელთაც ჩვენს საწყობში მიტანისას არ ეწერება

ოთახის ნომერი, და ამავდროულად მიმღებს არ ექნება ჩვენს საიტზე

გაკეთებული ამ ამანათის წინასწარი დეკლარირება, არ გამოიგზავნება.

წინასწარი დეკლარირება (ამანათის თრექინგის დეკლარირება ჩვენს საწყობში

მიტანამდე) არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენმა სისტემამ

შეიძლება ამოიცნოს იმ ამანათის მიმღები, რომელსაც არ ეწერება ოთახის

ნომერი. რადგანაც ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად  

იმისა, რომ მიმღები გამოწერისას სწორად უთითებს ოთახის

ნომერს (ზოგჯერ არც უთითებს), მაგრამ მაღაზიის ან სელერისგან

მაინც ამ ნომრის გარეშე მოდის, გთხოვთ გააკეთოთ თქვენს მიერ

გამოწერილი ამანათების წინასწარი დეკლარირება (სანამ

მათ ჩვენამდე მოიტანენ), რათა თავიდან ავიცილოთ შეფერხებები.

ამერიკიდან გამოგზავნის დღეების

ცვლილება 

გაცნობებთ, რომ 7 ოქტომბრიდან შეიცვალა ამერიკიდან ამანათების

გამოგზავნის დღეები. ამჯერად ამანათები იგზავნება ყოველ

ორშაბათს და ხუთშაბათს, ხოლო თბილისში ჩამოსვლის დღეები

უცვლელია - პარასკევი და სამშაბათი. ტრანსპორტირების ხანგძლივობაა 4-5 დღე.

ოფისი იტალიაში

გაიხსნა ინექს გრუპის ოფისი იტალიაში, ქალაქ ბარიში. დღეიდან ჩვენს

კლიენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გამოიწერონ

ნივთები ევროპის სხვადასხვა მაღაზიებიდან და ისარგებლონ

ჩვენი იტალიის ოფისის მისამართით. ყველაზე მნიშვნელოვანი

დეტალი - არანაირი მოცულობითი წონა იტალიის ამანათებზე! 

ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 4 ევრო კილოგრამზე.

ტვირთი ჩამოდის კვირაში ერთხელ.

 

ინექს გრუპის ვებგვერდი 

კომპანია ინექს გრუპის ვებ გვერდი www.inex.ge. დღეიდან

ამუშავდა აქტიურ რეჟიმში. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ

ისარგებლონ ჩვენი ამერიკის და საბერძნეთის მისამართებით,

უახლოეს მომავალში კი დაემატება კიდევ ორი მისამართი

იტალიაში და ბრიტანეთში.

გაგზავნა სომხეთში

კომპანია ინექს გრუპმა დაიწყო ამანათების გაგზავნა სომხეთის 

მიმართულებით. ამანათების გაგზავნა ხდება ინექს გრუპის

ბრიტანეთის,საბერძნეთის და იტალიის ყველა ფილიალიდან, 

აგრეთვე ამ ქვეყნებში და საფრანგეთსა და ბელგიაში  კომპანიის 

აგენტების ოფისებიდან.

© 2012 Created by webdeveloper.ge