ძებნა

ვალუტის კონვერტორი

USD
EUR
GBP
GEL

მიმდინარე კურსი

Currency Rate Sell
GEL2.715USD
GEL3.198EUR
GEL3.616GBP

მოცულობითი კალკულატორი

სიგრძე : სმ.
სიგანე : სმ.
სიმაღლე : სმ.
წონა :

გადახდის მეთოდები

visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance
intel expresst bonus

შემოგვიერთდით



visa balans_visat liberty bank
intel expresst Bonus balance

ყველა უფლება დაცულია

განვადებით გამოწერა

ინექს გრუპის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ამანათების ონლაინ განვადების სერვისით და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ინექს გრუპის პარტნიორი ორგანიზაციის - „ინტელექსპრესის“ განვადების მეშვეობით.

განვადების აღწერა

ონლაინ განვადება ორი ეტაპისგან შედგება:

  • I ეტაპი გულისხმობს განვადებას 1 თვემდე ვადით. ამ ტიპის განვადებით სარგებლობისას, ხარჯების სრულად დაფარვა ხდება ნივთის გატანის დროს, ინექს გრუპის ოფისში.

  • II ეტაპის განვადება I ეტაპის განვადების დამატებით 5 თვემდე გახანგრძლივებაში მდგომარეობს. II ეტაპის განვადებაზე გადასვლა ინექს გრუპის ოფისიდან ნივთის გატანისას არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა გადასახდელი თანხის 20%-ის დაფარვა.

- II ეტაპის განვადებაზე გადასვლა შესაძლებელია თუ გამოწერილი ნივთის ღირებულება აღემატება 150 ლარს

- განვადების ლიმიტი: 1000 ლარი

- II ეტაპის სესხის წინასწრებით დაფარვის შემთხვევაში დაგერიცხებათ მხოლოდ გამოყენებული დღეების პროცენტი და არ არის არანაირი წინსწრების საკომისიო!   

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ

ინსტრუქცია

● გაიარეთ ავტორიზაცია და შედით გვერდზე "ჩემი ოთახი"

● დააჭირეთ "განვადების განაცხადს"

● შეავსეთ გამოსაწერი ნივთის მონაცემები (აუცილებელია მონაცემის სწორად შევსება და არჩეული ნივთის ზუსტი ლინკის გადმოტანა)

● შეავსეთ პერსონალური მონაცემების ყველა სავალდებულო ველი (აღნიშნული ველის შევსება გჭირდებათ განვადებით პირველად სარგებლობისას)

● გააგზავნეთ განაცხადი. (ინფორმაციის სრულად შევსების შემდგომ)

● ავტომატურად  გადადიხართ  განვადების გვერდზე, სადაც რამდენიმე წუთში ოპერატორისგან მიიღებთ ინფორმაციას ნივთის ღირებულების, საწყობამდე მიტანის, გამოწერის საკომისიოს და ნივთის გამოსაწერად საჭირო მთლიანი თანხის შესახებ

● თქვენს განაცხადს განიხილავს კომპანია და როგორც SMS-ით, ისე საიტის მეშვეობით მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცების ან უარყოფის შესახებ

● განვადების დამტკიცების შემთხევაში მიიღებთ SMS-ს კოდს

● აღნიშნული SMS-ს კოდი, განვადების მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში, შეიყვანეთ საიტზე შესაბამის ველში და დაადასტურეთ

 

შენიშვნა:

თუ რამდენიმე ნივთის ერთსა და იმავე ონლაინ მაღაზიიდან გამოწერა გსურთ გააკეთეთ მხოლოდ ერთი განაცხადი. ნივთის დამატების სერვისის დახმარებით აღნიშნულ განაცხადში ჩაწერეთ ყველა სასურველი ნივთის ლინკი.

თუ გამოსაწერი ნივთები სხვადასხვა ვალუტაშია გააკეთეთ ცალ-ცალკე განაცხადი.

 

© 2012 Created by webdeveloper.ge